среда, 21 октября 2015 г.

მე-9 დღის რეფლექსია

    დღეს  პორთფოლიოები ავტვირთეთ დრაივ-ში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს, დავწერეთ ჩვენი კომენტარები და რჩევები.

    ინტელის ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემია. ვისწავლეთ პროექტების შექმნა, გამოქვეყნება. ეს ცოდნა ძალიან დაგვეხმარება პროფესიულ საქმიანობაში. ტრენინგს უძღვებოდა პროფესიონალი ტრენერი, რამაც კურსი მეტად საინტერესო გახადა.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

вторник, 20 октября 2015 г.

მე-8 დღის რეფლექსია

დღეს გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე. სასწავლო აქტივობები გადავანაწილეთ დღეების მიხედვით. გუგლის ფორმებში შევადგინეთ კითხვარი და გამოკითხვის ფორმები. შევურჩიეთ ფორმები, გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. შევქმენით პასუხების ფორმა; ბლოგზე ავტვირთეთ ვიდეოები.

ტაო-კლარჯეთი 1-ლი ნაწ.


ტაო-კლარჯეთი


ტექსტები პროექტისთვის

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

понедельник, 19 октября 2015 г.

მე-7 დღის რეფლექსია

დღეს გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე.მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება; შევქმენით პრეზენტაციის დამხმარე შაბლონი მოსწავლეთა დასახმარებლად.ვიმუშავეტთ ბლოგის დიზაინზე.ბლოგზე ვისწავლეთ გჯეტების დამატება და ჩვენს ბლოგს დავამატეთ რამდენიმე გაჯეტი.

четверг, 15 октября 2015 г.

მე-6 დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი.შევქმენით განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა.ბლოგზე გამოვაქვეყნეთ სლაიდ შოუ.ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს დადება;

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი


вторник, 13 октября 2015 г.

მე-5 დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო მეცადინეობა იყო.ვისწავლეთ ინტერნეტიდან სურათების, ვიდეოების გადმოწერა, ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი.თითოეული აქტივობის პრაქტიკულად გახორციელება ძალიან საჭირო და საინტერესო იყო.

четверг, 8 октября 2015 г.

მე-4 დღის რეფლექსია

ამ დღეს განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შევარჩიეთ ის მეთოდები, რომლებსაც ჩვენ გამოვიყენებთ პროექტზე მუშაობისას.შევარჩიეთ შეფასების ფორმები წინარე ცოდნის შეფასებისას.ვიწავლეთ პუბლიკაციის ბლოგზე გამოქვეყნება.

პროექტის პუბლიცაცია


პუბლიკაციის სანახავად გადადით ბმულზე 

вторник, 6 октября 2015 г.

მე-3 დღის რეფლექსია

    მესამე მეცადინეობა ძალიან საქმიანი და დატვირთული იყო. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.ჩვენს პროექტს შესაბამისი  ინდიკატორები და სტანდარტები მივუსადაგეთ.ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები.ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე.განვიხილეთ თითოეული მათგანის მახასიათებლები ინტელის სახელმძღვანელოს დახმარებით.ვისწავლეთ "დრაივში" დოკუმენტების ატვირთვა, გაზიარება; ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. 

четверг, 1 октября 2015 г.

მე-2 დღის რეფლექსია

                                     

დღევანდელი ტრენინგიც ძალიან საინტერესო იყო.ჩვენ ფიქრი დავიწყეთ ჩვენს მომავალ პროექტზე. დავიწყეთ მისი დაგეგმვა და წარმოვადგინეთ ჩვენი იდეები.ვისწავლეთ ბროშურის შექმნა და შევქმენით ბროშურები ჩვენი პროექტისათვის.ავტვირთეთ სურათები ინტერნეტიდან.ტრენერი ძალიან გულისხმიერი და კეთილგანწყობილია.